Accentnews.ge
ვიაჩორკა: "ბელარუსში მოქალაქეები უკრაინისკენ მიმავალ რუსულ მატარებლებს აჩერებენ და საბრძოლო ტექნიკას აზიანებენ"

ვიაჩორკა: "ბელარუსში მოქალაქეები უკრაინისკენ მიმავალ რუსულ მატარებლებს აჩერებენ და საბრძოლო ტექნიკას აზიანებენ"

21/03/2022 12:07:12 მსოფლიო

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერის სვეტლანა ტიხანოვსკაიას უფროსი მრჩევლის ფრანაკ ვიაჩორკას განცხადებით, ბელარუსში მოქალაქეები უკრაინისკენ მიმავალ რუსულ მატარებლებს აჩერებენ და აზიანებენ.

"ბელარუსი პარტიზანების ქვეყანაა. ჩვენი გმირები აჩერებენ რუსულ მატარებლებს, აზიანებენ რუსულ აღჭურვილობას, არიგებენ ბუკლეტებს, რათა ბელარუსის ჯარები არ შევიდნენ უკრაინაში. უკრაინა გაიმარჯვებს, გათავისუფლდება ბელარუსიც", - წერს ვიაჩორკა სოციალურ ქსელში.

20 მარტს უკრაინის რკინიგზის სამსახურის "Ukrzaliznytsia" ხელმძღვანელმა ოლექსანდრ კამიშინმა Nastoyaschee Vremya-ს ეთერში განაცხადა, რომ ბელარუსის რკინიგზის თანამშრომლების დამსახურებით უკრაინასა და ბელარუსს შორის სარკინიგზო კავშირი გაწყვეტილია.

კამიშინის თქმით, ამით ბელარუსის რკინიგზის თანამშრომლები რუსულ ჯარებს უკრაინაში სამხედრო აღჭურვილობის რკინიგზით შეტანაში ხელს უშლიან.

კამიშინი დეტალებზე არ საუბრობს, თუმცა აცხადებს, რომ ბელარუსის რკინიგზაში "კვლავ არიან პატიოსანი ადამიანები", რისთვისაც მათ მადლობას უხდის.

ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 3,3 მილიონს გადააჭარბა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S