Accentnews.ge
მარიუპოლიდან ევაკუირებული საბერძნეთის გენერალური კონსული: "რაც მე ვნახე, იმედია, მას ვერავინ ვერასდროს იხილავს"

მარიუპოლიდან ევაკუირებული საბერძნეთის გენერალური კონსული: "რაც მე ვნახე, იმედია, მას ვერავინ ვერასდროს იხილავს"

21/03/2022 11:01:54 მსოფლიო

მარიუპოლიდან ევაკუირებული საბერძნეთის გენერალური კონსული, ბოლო ევროპელი დიპლომატი, რომელმაც ქალაქი დატოვა, აცხადებს, რომ მარიუპოლი იმისგან გადადგურებული ქალაქების რიგებს შეუერთდა.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მანოლის ანდროულაკისმა არაერთ ბერძენ მოქალაქეს გაუწია დახმარება, დაეტოვებინა ქალაქი.

"რაც მე ვნახე, იმედი მაქვს, რომ ვერავინ ვერასდროს იხილავს. მარიუპოლი გახდება იმ ქალაქების სიის ნაწილი, რომლებიც ომმა მთლიანად გაანადგურა. ასეთი ქალაქებია, მათ შორის კოვენტრი, ალეპო, გროზნო, ლენინგრადი", – განაცხადა დიპლომატმა.

იგი საბერძნეთის ათ მოქალაქესთან ერთად უკრაინიდან მოლდოვაში, შემდეგ კი რუმინეთში გადავიდა. დიპლომატი გუშინ ათენის საერთაშორისო აეროპორტში ჩავიდა და ოჯახს დაუბრუნდა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S