
"საერთაშორისო თანამეგობრობამ, მთელმა მსოფლიომ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს ომი"
21/03/2022 10:51:45 პოლიტიკა
კიდევ ერთხელ მინდა გამოვეხმაურო რუსეთის აგრესიას უკრაინაში,საერთაშორისო თანამეგობრობამ, მთელმა მსოფლიომ უნდა გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს ომი - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მარნეულში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ უნდა დავგმოთ ჩვენ, ყველამ ერთად და საერთაშორისო თანამეგობრობამ, მთელმა მსოფლიომ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს ომი“ , - აღნიშნა პრემიერმა.