"მარიუპოლი დღეს იცავს კიევსაც, დნეპრსა და ოდესასაც"
21/03/2022 10:38:48 მსოფლიო
უკრაინის თავდაცვის მინისტრ ალექსეი რეზნიკოვის განცხადებით, "მარიუპოლი დღეს იცავს კიევსაც, დნეპრსა და ოდესასაც".
"მარიუპოლის გმირ დამცველებს შეაქვთ უდიდესი წვლილი იმაში, რომ მტრის გეგმები განადგურებულია, ჩვენი თავდაცვა კი სულ უფრო აქტიური ხდება.მათი თავგანწირვისა და არაადამიანური სიმამაცის წყალობით ათობით ათასი ადამიანის სიცოცხლე გადარჩა მთელი უკრაინის მასშტაბით. ყველა, ვინც უძლებს ალყას და იცავს ქალაქებს, იგებს ძვირფას დროს, რომელიც უკრაინის გაძლიერების საშუალებას გვაძლევს", – განაცხადა რეზნიკოვმა.
კიევმა მარიუპოლის კაპიტულაციის თაობაზე რუსეთის მოთხოვნაზე უარი განაცხადა. უკრაინის ვიცე-პრემიერის ირინა ვერეშცუკის განცხადებით, კიევმა მოსკოვს უკვე აცნობა, რომ ქალაქის დანებებაზე არავითარი საკითხი არ განიხილება.
მანამდე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მარიუპოლში გამაგრებულ უკრაინელ მებრძოლებს ადგილობრივი დროით დღეს დილის 05:00 საათისთვის დანებება შესთავაზა. რუსეთის თავდაცვის უწყებაში თქვეს, რომ წინადადებაზე წერილობითი პასუხის შემთხვევაში, ადგილობრივი დროით დილის 10:00 საათისთვის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარულ დერეფნებს გახსნებოდა.


