რუსმა ოლიგარქმა გენადი ტიმჩენკომ გაზის მომპოვებელი კომპანია „ნოვატეკის“ საბჭო დატოვა
21/03/2022 09:42:43 მსოფლიო
რუსმა ოლიგარქმა და ბიზნესმენმა გენადი ტიმჩენკომ გაზის მომპოვებელი კომპანია „ნოვატეკის“ საბჭო დატოვა, – იუწყება Reuters.
მისი ცნობით, „ნოვატეკში“, რომელიც რუსეთში ბუნებრივი გაზის მწარმოებელი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანიაა, გენადი ტიმჩენკოს გადადგომის მიზეზებს არ ასახელებენ.
ტიმჩენკო ამერიკის შეერთებული შტატების სასანქციო სიაშია.
Forbes -ის თანახმად, გენადი ტიმჩენკო გასული წლის მონაცემებით, რუს ოლიგარქებს შორის მეექვსე ადგილს იკავებდა, 22 მილიარდი დოლარის ოდენობის ქონებით.


