მედია - ევროკავშირი რუსეთისთვის ნავთობზე ემბარგოს დაწესების შესაძლებლობას განიხილავს
21/03/2022 09:09:10 მსოფლიო
ევროკავშირი რუსეთისთვის ნავთობზე ემბარგოს დაწესების შესაძლებლობას განიხილავს, – იუწყება Reuters.
ამასთან, ცნობილია, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეხუთე ტალღაზე მუშაობს.
„ჩვენ ვმუშაობთ სანქციების მეხუთე ტალღაზე, ნავარაუდებია, რომ იქ ბევრი ახალი სახელი გაჩნდება“,- განაცხადა ევროკავშირის ერთ-ერთმა მაღალი რანგის დიპლომატმა.
ცნობისთვის: მიმდინარე კვირას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ბრიუსელს ეწვევა, სადაც ევროკავშირის ლიდერებთან ერთად სანქციების გამკაცრებაზე იმსჯელებს.


