China Eastern Airlines-ის თვითმფრინავმა, რომლის ბორტზეც 133 მგზავრი იმყოფებოდა, კატასტროფა განიცადა
21/03/2022 09:03:16 მსოფლიო
China Eastern Airlines-ის კუთვნილმა თვითმფრინავმა, რომლის ბორტზეც 133 მგზავრი იმყოფებოდა, გუანქსის რეგიონის მთებში კატასტროფა განიცადა, - იუწყება Reuters.
მისივე ცნობით, ხომალდი რეისს კუნმინიდან გოუანჟოუში ასრულებდა.
ავიაკატასტროფის მიზეზად ტექნიკური პრობლემები სახელდება.
არსებული ინფორმაციით, ჩამოვარდნილი თვითმფრინავი „ბოინგ 737“ იყო. დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა.


