Accentnews.ge
რუსეთში არჩევნების გაუქმება სურთ, რათა ფული არ დახარჯონ - რუსული მედია

რუსეთში არჩევნების გაუქმება სურთ, რათა ფული არ დახარჯონ - რუსული მედია

21/03/2022 08:33:29 მსოფლიო

რუსული მედიის ცნობით, კრემლი განიხილავს სექტემბრისთვის დაგეგმილი გუბერნატორების პირდაპირი არჩევნების გაუქმებას რიგ რეგიონებში "ამჟამინდელი ეკონომიკური მდგომარეობის გამო",– უწყება რუსული „კომერსანტი“ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით.

წყარო ამბობს, რომ მიზეზი რუსეთისთვის დაწესებული სანქციებია, გუბერნატორის არჩევნებზე კი სოლიდური თანხა უნდა დაიხარჯოს, მათ შორის საბიუჯეტო სახსრები.

სხვა თანამოსაუბრეები დასძენენ, რომ ახალ პირობებში გუბერნატორებს უფრო უჭირთ სპონსორებთან მუშაობა და საარჩევნო კამპანიის წარმართვა, რომელიც გულისხმობს სოციალურ-ეკონომიკურ დაპირებებს.

სხვა წყაროები მიუთითებენ სოციალურ ფონზე. კერძოდ, უკრაინაში ომის გამო სავარაუდოდ, გაიზარდა პუტინის რეიტინგი, მაგრამ გუბერნატორებთან კითხვებია ცარიელი დახლების გამო.

პუტინის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ რეგიონებს მიეცემათ შესაძლებლობა, შეცვალონ კანონმდებლობა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S