
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 368 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 8 პაციენტი
21/03/2022 07:05:12 საზოგადოება
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდ–ინფიცირების 368 შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 1 225 ადამიანი, გარდაიცვალა 8 პაციენტი.
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 5 885 კვლევა ტესტით, მათ შორის 3 783 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 102 PCR ტესტით.
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.25%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 8.23% ხოლო 7 დღის მანძილზე - 5.42%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 368 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 193 შემთხვევა,
- აჭარა - 16,
- იმერეთი - 48,
- ქვემო ქართლი - 12,
- შიდა ქართლი - 4,
- გურია - 27,
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 14
- კახეთი - 41,
- მცხეთა-მთიანეთი - 6,
- სამცხე-ჯავახეთი - 4,
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 26 034 საიდანაც, 813 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 416, აჭარაში - 61, იმერეთში - 182. ამ ეტაპზე რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობს 220 პირი, მათ შორის, თბილისში - 125, აჭარაში - 30, იმერეთში - 34. 25 221 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.