Accentnews.ge
„ვერ აიტანა ეს საშინელება“: უკრაინელმა მათემატიკოსმა რუსეთის დატოვების მცდელობის შემდეგ თავი მოიკლა

„ვერ აიტანა ეს საშინელება“: უკრაინელმა მათემატიკოსმა რუსეთის დატოვების მცდელობის შემდეგ თავი მოიკლა

21/03/2022 06:48:14 საზოგადოება

რუსეთში მცხოვრებმა უკრაინელმა მათემატიკოსმა დონეცკიდან – კონსტანტინე ოლმეზოვმა თავი მოიკლა.

ირკვევა, რომ მან დონეცკი ომის გამო დატოვა, გადავიდა რუსეთის ფედერაციაში და ჩაირიცხა მოსკოვის ფიზიკა-ტექნიკური ინსტიტუტში, დაწერა დისერტაცია.

24 თებერვლის შემდეგ ოლმეზოვი ცდილობდა, დაეტოვებინა რუსეთი, მაგრამ ვერ შეძლო, რადგან ის FSB-მ დააკავა და 15–დღიანი პატიმრობა შეეფარდა.

შემდეგ მან ავსტრიის ერთ-ერთ უნივერსიტეტში სწავლის გასაგრძელებლად მიიღო მიწვევა.

ოლმეზოვმა იყიდა ბილეთიც. „შევთანხმდით, რომ აეროპორტამდე მისი გაცილება უაზრობაა, რომ თავად ეცდება სასაზღვრო კონტროლის გავლას, ხოლო პრობლემების შემთხვევაში, მე მივიდოდი. შევთანხმდით, კომ ერთმანეთთან ვიქნებოდით კონტაქტზე. და სწორედ ახლა მივიღე ცნობა, რომ დილით თავი მოიკლა და წერილი, რომ ის კვდება, რადგან ვერ აიტანა ის საშინელება, რაც ხდება“,– ყვება ადვოკატი დიმიტრი ზახვატოვი.

თავის Telegram-არხზე ოლმეზოვმა დაწერა, რომ "თავი ძალიან ღრმად შეყო ვეფხვის ხახაში" და რცხვენია უკრაინელი მეგობრების.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S