Accentnews.ge
აშშ–ში ჩინეთის ელჩი: "პეკინი მოსკოვს სამხედრო დახმარებას არ უწევს"

აშშ–ში ჩინეთის ელჩი: "პეკინი მოსკოვს სამხედრო დახმარებას არ უწევს"

21/03/2022 06:29:51 მსოფლიო

პეკინი აცხადებს, რომ უკრაინაში ომის მხარდასაჭერად ჩინეთი რუსეთს სამხედრო დახმარებას არ უწევს. ამის შესახებ აშშ–ში ჩინეთის ელჩმა ცზინ განმა CBS–ის ეთერში განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, გზავნის თუ არა ფულს ან იარაღს ჩინეთი რუსეთში, ელჩმა შემდეგი განაცხადა:

"ვრცელდება დეზინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჩინეთი რუსეთს სამხედრო დახმარებას უწევს. ჩვენ ამას უარვყოფთ. რასაც ჩინეთი აკეთებს არის საკვების, მედიკამენტების, საძილე ტომრებისა და ბავშვის საკვების გაგზავნა და არა იარაღისა და საბრძოლო მასალის მიწოდება რომელიმე მხარისთვის".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S