Accentnews.ge
მარიუპოლთან რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარდლის მოადგილე მოკლეს

მარიუპოლთან რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარდლის მოადგილე მოკლეს

21/03/2022 06:07:16 ევროპა

მარიუპოლის მახლობლად საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მეთაურის მოადგილე, 1-ლი რანგის კაპიტანი, ანდრეი პალი,– განაცხადეს ანექსირებულ უირიმში.

პალი ერთ-ერთია იმ მაღალი რანგის რუს სამხედრო მოსამსახურეთა შორის, რომლებიც უკრაინასთან ომის დროს დაიღუპნენ. კერძოდ, უკრაინული მხარის მონაცემებით, ომის დაწყებიდან რუსეთის არმიამ 6 რუსი გენერალი დაკარგა.

პალი დაიბადა 1971 წელს კიევში. 1992 წელს დაამთავრა კიევის უმაღლესი საზღვაო პოლიტიკური სკოლა. ის იყო კომპანიის მეთაურის მოადგილე უკრაინის ეროვნულ გვარდიაში. უარი თქვა დაედო ფიცი უკრაინის წინაშე და სამსახურის გასაგრძელებლად ჩრდილოეთ ფლოტში გადავიდა.

2014 წელს დაინიშნა ნახიმოვის შავი ზღვის უმაღლესი საზღვაო სკოლის უფროსის მოადგილედ სამხედრო და პოლიტიკური საქმიანობის დარგში. 2019 წლიდან არის ბალტიის ფლოტის მეთაურის მოადგილე. 2020 წელს იგი იმავე თანამდებობაზე გადაიყვანეს შავი ზღვის ფლოტში. 2008 წელს მონაწილეობდა რუსეთ-საქართველოს ომში, იყო სირიაში რუსეთის ჯარების სარდლის მოადგილე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S