კიევმა მარიუპოლის კაპიტულაციის თაობაზე რუსეთის მოთხოვნაზე უარი განაცხადა
21/03/2022 06:00:26 მსოფლიო
კიევმა მარიუპოლის კაპიტულაციის თაობაზე რუსეთის მოთხოვნაზე უარი განაცხადა.
უკრაინის ვიცე-პრემიერის ირინა ვერეშცუკის განცხადებით, კიევმა მოსკოვს უკვე აცნობა, რომ ქალაქის დანებებაზე არავითარი საკითხი არ განიხილება.
მანამდე, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მარიუპოლში გამაგრებულ უკრაინელ მებრძოლებს ადგილობრივი დროით დილის 05:00 საათისთვის დანებება შესთავაზა. რუსეთის თავდაცვის უწყებაში თქვეს, რომ წინადადებაზე წერილობითი პასუხის შემთხვევაში, ადგილობრივი დროით დილის 10:00 საათისთვის მოსახლეობისთვის ჰუმანიტარულ დერეფნებს გახსნიდა.


