"რუსმა ოკუპანტებმა ენერგოდარის მერის მოადგილე გაიტაცეს" – ქალაქის მერი
20/03/2022 18:16:45 მსოფლიო
უკრაინის ქალაქ ენერგოდარის მერ დმიტრი ორლოვის ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა მისი მოადგილე ივან სამაიდუკი გაიტაცეს.
“მერის პირველი მოადგილე ივან სამოიდიუკი გაიტაცეს. ჩვენ არ ვიცით, როგორია მისი მდგომარეობა. გუშინდელი დღის მერე კავშირი არ გვქონია. დღეს კი მივიღეთ დადასტურებული ინფორმაცია, რომ ის ცინიკურად მოიტაცეს. ოკუპანტები ასევე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენენ ენერგოდარის მოსახლეობაზე", - აცხადებს ქალაქის მერი.
მან მოქალაქეებსა და ოფიციალურ პირებს სიფრთხილისკენ მოუწოდა:
„არ უპასუხოთ უცხო ზარებს, არავის მოუყვეთ თქვენს რეალურ ლოკაციაზე“:


