Accentnews.ge
ბექჰემმა პირადი სოც.ქსელები ხარკოველ ქალს გადასცა, რომელიც უკრაინიდან ამბებს გააზიარებს

ბექჰემმა პირადი სოც.ქსელები ხარკოველ ქალს გადასცა, რომელიც უკრაინიდან ამბებს გააზიარებს

20/03/2022 18:00:20 მსოფლიო

ინგლისელი ფეხბურთელის დევიდ ბექჰემის განცხადებით, თავის სოციალური ქსელები ხარკოველ ქალს, რეგიონალური პერინატალური ცენტრის ხელმძღვანელს გადასცა, რომელიც უკრაინიდან ამბებს გააზიარებს.

"დღეს მე გადავცემ ჩემს სოციალურ ქსელებს ირინას, რეგიონალური პერინატალური ცენტრის ხელმძღვანელს ხარკოვში, უკრაინაში, სადაც ის ეხმარება დედებს მშობიარობაში. გადახედეთ ჩემს სთორებს, რომ გაიგოთ მეტი იმ საოცარი სამუშაოს შესახებ, რომელსაც ირინა და სხვა ჯანდაცვის მუშაკები აკეთებენ უკრაინაში სიცოცხლის გადასარჩენად", -აცხადებს ბექჰემი.

შეგახსენებთ, რომ 2005 წლიდან 2015 წლის ჩათვლით ბექჰემი UNICEF-ის კეთილი ნების ელჩი აიყო. 2015 წელს მან საკუთარი ფონდიც „7: The David Beckham UNISEF Fund“ დააარსა, რომლის მიზანიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ბავშვების დაცვაა.

ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 3 მილიონს გადააჭარბა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S