Accentnews.ge
"თუ პუტინთან მოლაპარაკებები მცდელობები წარმატებით არ დაგვირგვინდება, ეს შეიძლება, მე-3 მსოფლიო ომს ნიშნავდეს"

"თუ პუტინთან მოლაპარაკებები მცდელობები წარმატებით არ დაგვირგვინდება, ეს შეიძლება, მე-3 მსოფლიო ომს ნიშნავდეს"

20/03/2022 17:52:56 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, იgi მზად არის რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებისთვის, თუმცა თუ მოლაპარაკებები კრახს განიცდის, "ეს შეიძლება ნიშნავდეს მესამე მსოფლიო ომს".

როგორც მან CNN-თან ინტერვიუში აღნიშნა, მოლაპარაკებების გარეშე ომი ვერ დასრულდება:

"მე მზად ვარ მასთან მოლაპარაკებებისთვის. მზად ვიყავი ბოლო 2 წლის განმავლობაში. მგონია, რომ მოლაპარაკებების გარეშე ამ ომს ვერ დავასრულებთ. ვფიქრობ, უნდა გამოვიყენოთ ნებისმიერი ფორმატი, ნებისმიერი შანსი, რათა გვქონდეს მოლაპარაკებების შესაძლებლობა, პუტინთან საუბრის შესაძლებლობა. მაგრამ თუ ეს მცდელობები წარმატებით არ დაგვირგვინდება, ის იმის მანიშნებელი იქნება, რომ ეს მესამე მსოფლიო ომია".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S