Accentnews.ge
ზელენსკიმ ისრაელის პარლამენტს მიმართა: "თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ ჩვენი დახმარება, არჩევანი თქვენი გასაკეთებელია"

ზელენსკიმ ისრაელის პარლამენტს მიმართა: "თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ ჩვენი დახმარება, არჩევანი თქვენი გასაკეთებელია"

20/03/2022 17:43:38 მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ისრაელის პარლამენტს სიტყვით მიმართა. მან გამოსვლა კიევში დაბადებული ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრის გოლდა მეირის სიტყვების ციტირებით დაიწყო.

"ჩვენ ვაპირებთ ცხოვრების გაგრძელებას, მაგრამ ჩვენს მეზობლებს სურთ, მკვდარი გვიხილონ", – გაიმეორა ყოფილი პრემიერის სიტყვები ზელენსკიმ.

ზელენსკიმ, რომელიც ებრაელია, პარალელი გაავლო რუსეთის ამჟამინდელ ქმედებებსა და ნაცისტური გერმანიის ქმედებებს შორის მეორე მსოფლიო ომის დროს:

"რუსეთის უკრაინაში შემოჭრა არ არის "სამხედრო ოპერაცია". ეს არის სრულმასშტაბიანი ომი, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი ხალხის განადგურებას, ჩვენი შვილების, ოჯახების, სახელმწიფოებრიობის, ქალაქების, კულტურების და ყველაფრის განადგურებას, რაც მათ უკრაინულად აქცევს. სწორედ ამიტომ მე მაქვს უფლება პარალელი გავავლო ამ ომსა და მეორე მსოფლიო ომს შორის".

მოგვიანებით, მან კანონმდებლებს მიმართა კითხვით, თუ რატომ არ უგზავნის ისრაელი უკრაინას საბრძოლო მასალასა და რატომ არ უწესებს სანქციებს მოსკოვს ბევრი დასავლური ქვეყნის მსგავსად.

ზელენსკიმ ისრაელს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებისკენ მოუწოდა:

"ისრაელს მსოფლიოში საუკეთესო თავდაცვა აქვს. თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ ჩვენი დახმარება, გადაარჩინეთ უკრაინელების სიცოცხლე. არჩევანი თქვენი გასაკეთებელია ძმებო და დებო და თქვენ უნდა იცხოვროთ იმ არჩევანით, რომელსაც აკეთებთ".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S