"NATO-ს წევრი რომ ვყოფილიყავით, ომი არ დაიწყებოდა"
20/03/2022 17:19:27 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა NATO-ს წევრი სახელმწიფო რომ ყოფილიყო, რუსეთი ქვეყანაში არ შეიჭრებოდა. ამის შესახებ მან CNN-თან ინტერვიუში ისაუბრა.
"ჩვენ რომ NATO-ს წევრი ვყოფილიყავით, ომი არ დაიწყებოდა. მე მინდა, მივიღო უსაფრთხოების გარანტიები ჩემი ქვეყნისთვის, ჩემი ხალხისთვის. თუ NATO-ს წევრები მზად არიან, რომ ალიანსში გვიხილონ, მაშინ ეს დაუყოვნებლივ გააკეთონ, რადგან ხალხი ყოველდღიურად იღუპება",-განაცხადა ზელენსკიმ.
მან NATO-ს მადლობა გადაუხადა იმ დახმარებისთვის, რაც უკრაინამ რუსეთის შეჭრის შემდეგ მიიღო, თუმცა აღნიშნა, რომ ალიანსის წარმომადგენლებს სთხოვა, მკაფიოდ გამოეხატათ პოზიცია უკრაინის გაწევრიანებასთან და ვადებთან დაკავშირებით:
"მე მათ პირადად ვთხოვე პირდაპირ ეთქვათ, რომ მიგვიღებდნენ NATO-ში ერთ, ორ ან ხუთ წელიწადში, უბრალოდ ეთქვათ პირდაპირ და ნათლად ან ეთქვათ "არა". პასუხი იყო ძალიან ნათელი, თქვენ არ იქნებით NATO-ს წევრი, მაგრამ საჯაროდ კარი დარჩება ღია".


