Accentnews.ge
თეთრი სახლი: "ბაიდენი მომავალ კვირას უკრაინაში გამგზავრებას არ გეგმავს"

თეთრი სახლი: "ბაიდენი მომავალ კვირას უკრაინაში გამგზავრებას არ გეგმავს"

20/03/2022 17:05:30 მსოფლიო

თეთრ სახლში აცხადებენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მომავალ კვირას ევროპაში ვიზიტის ფარგლებში, უკრაინაში გამგზავრებას არ გეგმავს.

"ვიზიტი ფოკუსირებული იქნება მსოფლიოს ერთიანი ძალისხმევის უწყვეტობაზე უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად და პრეზიდენტ პუტინის უკრაინაში შეჭრის წინააღმდეგ, მაგრამ უკრაინაში გამგზავრება არ იგეგმება“, – განაცხადა თეთრი სახლის პრეს–მდივანმა ჯენ ფსაკიმ.

ბაიდენს უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მოუწოდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის უკრაინაში ჩასვლა მათდამი სოლიდარობის სიმბოლო იქნებოდა. პოროშენკომ დასძინა, რომ აშშ-ს პრეზიდენტის ვიზიტი "უკიდურესად სწორი ნაბიჯი იქნება იმის სადემონსტრაციოდ, რომ მთელი მსოფლიო ჩვენთან ერთად არის რუსეთის წინააღმდეგ".

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S