ბრიტანეთმა კრემლის დეზინფორმაციასთან საბრძოლველად ახალი დეპარტამენტი შექმნა
20/03/2022 11:00:11 მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ ლიზ ტრასის განკარგულებით, კრემლის დეზინფორმაციასთან საბრძოლველად ახალი სამთავრობო დეპარტამენტი შეიქმნა, – იუწყება Telegraph.
დეპარტამენტი სახელწოდებით „სამთავრობო საინფორმაციო უჯრედი" (Government Information Cell, GIC) კოორდინაციაშია ორ სახელმწიფო უწყებასთან – საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებთან.
გამოცემის ცნობით, დანაყოფის შემადგენლობაში შევიდა საგარეო საქმეთა სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროსა და სხვა სამთავრობო უწყებების 35 თანამშრომელი.
GIC-ის ამოცანები მოიცავს მოსკოვიდან მომდინარე დეზინფორმაციის ანალიზს, სამინისტროებისა და დეპარტამენტების კონსულტაციას და ანგარიშების მომზადებას როგორც ნატო–სა და ევროკავშირისთვის, ასევე „ხუთი თვალის“ სადაზვერვო ალიანსის (ბრიტანეთი, ავსტრალია, კანადა. , ახალი ზელანდია და შეერთებული შტატები) წევრებისთვის.
გარდა ამისა, როგორც Telegraph-ი იუწყება, იმის გამო, რომ რუსეთის ხელისუფლებამ დაბლოკა "ფეისბუქი" და "ტვიტერი", და რუსების უმრავლესობას ეჭვით უყურებს უშუალოდ ბრიტანეთის ხელისუფლებისგან მიღებულ ინფორმაციას, ბრიტანელებმა გადაწყვიტეს, ლონდონის ოფიციალური პირების განცხადებები გავრცელდეს რეკლამის სახით "VK "–სა და სხვა სოციალურ ქსელებში.


