
ბრიტანეთის მთავრობამ უცხოელი სტუდენტებისთვის ქვეყანაში ყოფნის ვადები შეცვალა
11/09/2019 11:35:32 სხვა, მსოფლიო
დიდ ბრიტანეთის მთავრობამ სეცვალა მოქმედი რეგულაცია და უცხოელ სტუდენტებს სწავლის დასრულების შემდეგ ქვეყანაში დარჩენის შესალებლობა ორი წლით ექნებათ,– ამის შესახებ „ტელეგრაფი“ იუწყება.
ამ დროისთვის მოქმედი კანონის თანახმად კი ბრიტანეტში მყოფ უცხოელ სტუდენტებს სწავლის დასრულების შემდეგ სამსახურის მოსაძებნად მხოლოდ ოთხი თვე აქვთ.
როგორც ბრიტანეთის მთავრობა განმარტავს, ქვეყანაში ტექნოლოგიურ, საინჟინრო და მათემატიკის მეცნიერებების შემსწავლელ ფაკულტეტებზე ჩარიცხული ასპირანტების ნახევარზე მეტი უცხო ქვეყნის მოქალაქეა და ახალი წესებით, კურსდამთავრებულებს ექნებათ უფლება, ქვეყანაში დარჩნენ ორი წელი და მოძებნონ სამსახური. ამისთვის მათ უნდა წარადგინონ სანდო ბრიტანული უნივერსიტეტის დიპლომი.