Accentnews.ge
"რუსეთი და უკრაინა კრიტიკულ საკითხებზე შეთანხმებას უახლოვდებიან"

"რუსეთი და უკრაინა კრიტიკულ საკითხებზე შეთანხმებას უახლოვდებიან"

20/03/2022 10:21:07 მსოფლიო

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ აცხადებს, რომ რუსეთი და უკრაინა კრიტიკულ საკითხებზე შეთანხმებას უახლოვდებიან.

მისივე თქმით, მხარეები ზოგიერთ თემაზე თითქმის შეთანხმდნენ.

"ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე შეთანხმება მიიღწევა, თუ მხარეები უკვე მიღწეული პროგრესიდან ნაბიჯებს უკან არ გადადგამენ", – განაცხადა ჩავუშოღლუმ.

მისივე თქმით, "ზოგიერთი საკითხი სახელმწიფოების მეთაურების დონეზე უნდა გადაწყდეს".

აღსანიშნავია, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრას ანკარამ ომი უწოდა. თურქეთმა მოსკოვის ქმედებებს მიუღებელი უწოდა, აამოქმედა "მონტრეს კონვენცია", მხარდაჭერა გამოუცხადა კიევს, მან რუსულ და უკრაინულ მხარეებს შუამავლობაც შესთავაზა, თუმცა იგი არ შეურთდა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს.

ამასთან, ანკარამ მიჰყიდა კიევს სამხედრო დრონები და ხელი მოაწერა შეთანხმებას მეტი თანაწარმოების შესახებ, რამაც კრემლის გაბრაზება გამოიწვია. თურქეთი ასევე ეწინააღმდეგება რუსეთის პოლიტიკას სირიასა და ლიბიაში, ისევე როგორც მის მიერ 2014 წელს ყირიმის ანექსიას.

ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 3 მილიონს გადააჭარბა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S