Accentnews.ge
ამინდის 20 –23 მარტის პროგნოზი

ამინდის 20 –23 მარტის პროგნოზი

20/03/2022 09:24:05 საზოგადოება

სინოპტიკოსების პროგნოზით, დასავლეთ საქართველოში 24 მარტამდე თოვლი ნავარაუდევი არ არის, აღმოსავლეთ საქართველოში კი თოვა ხვალიდან თანდათანობით შეწყდება.

მათივე ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში ხვალიდან 23 მარტის ჩათვლით ამინდი გაუმჯობესდება, უმეტესად უნალექო ამინდია ნავარაუდევი, მოსალოდნელია დღის ტემპერატურის მომატება 10-12 გრადუსამდე. ღამის საათებში ტემპერატურა დაბლობ რაიონებში 0 ; -3 გრადუსებში იქნება 21, 22 მარტს, შემდგომ დღეებში ღამის ტემპერატურის მატებაც არის მოსალოდნელი. რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, ხვალიდან თანდათანობით შეწყდება თოვა, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 2-4 გრადუსს შორის იქნება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S