მარიუპოლის საქალაქო საბჭო:"რუსეთი თავს დაესხა სკოლას, რომელსაც თავს 400 ადამიანი აფარებდა"
20/03/2022 08:16:20 მსოფლიო
მარიუპოლის საქალაქო საბჭოს განცხადებით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა დაბომბეს სკოლის შენობა, რომელსაც თავს 400 ადამიანი აფარებდა.
მათივე ცნობით, შენობა დაინგრა და ხალხი ნანგრევების ქვეშ იმყოფება.
ოფიციალური პირების თქმით, სკოლაში ქალები, ბავშვები და მოხუცები იმყოფებოდნენ.
მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.


