Accentnews.ge
საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამასთან დაკავშირებით სოციალურად დაუცველ პირებთან შეხვედრები მიმდინარეობს

საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამასთან დაკავშირებით სოციალურად დაუცველ პირებთან შეხვედრები მიმდინარეობს

20/03/2022 08:10:01 საზოგადოება, რეკლამა

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ ბარკალაია ბათუმში, სოციალურად დაუცველ პირებს შეხვდა და მასშტაბურ საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამასთან დაკავშირებით ინფორმაცია პირადად მიაწოდა. შეხვედრის შემდეგ, სოციალურად დაუცველმა პირებმა დასაქმების პროგრამაში რეგისტრაციის სურვილი გამოთქვეს. ადგილზევე მოხდა მათთვის ვაკანსიების შეთავაზება.

ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

"სოციალურად დაუცველი პირების, საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების მასშტაბური პროგრამა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით პირველი მარტიდან დაიწყო. ამ ეტაპზე, დასაქმების სააგენტოში 17 000-ზე მეტი ვაკანსიაა. ახალი ვაკანსიების რეგისტრაცია კი მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს. დასაქმების პროგრამაში ჩართულ პირს, 4 წლის განმავლობაში, სოციალურად დაუცველის სტატუსი, მასთან მიბმული ფულადი და არაფულადი სიკეთეები გარანტირებულად შეუნარჩუნდება. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში არ მოხდება სოციალურ-ეკონომიკური სტატუსის გადამოწმება.

საზოგადოებრივ სამუშაოებში ჩართული ბენეფიციარები, სოციალურ დახმარებასთან ერთად, დამატებით ფინანსურ სარგებელსაც მიიღებენ, რომელიც ნამუშევარი საათების მიხედვით ანგარიშდება და 300 ლარს შეადგენს" - აცხადებენ უწყებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S