
"უკრაინაში ოკუპანტი რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას სამი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე შეეწირა, დიდება და მარადიული ხსოვნა მათ სახელს"
19/03/2022 20:29:54 საზოგადოება
საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე კახა კუჭავა უკრაინაში ქართველი მებრძოლების – დავით რატიანის, გია ბერიაშვილისა და ბახვა ჩიქობავას გარდაცვალების შესახებ „ტვიტერში“ წერს.
„უკრაინაში, ოკუპანტი რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას, რომელიც არ ინდობს არავის, ქალებს და ბავშვებსაც კი, სამი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე შეეწირა. დიდება და მარადიული ხსოვნა მათ სახელს“, – წერს კახა კუჭავა სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“.