Accentnews.ge
"სისტემა MIR-ს საქართველოში რეგისტრირებული არც ერთი კომერციული ბანკი ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერი არ ემსახურება"

"სისტემა MIR-ს საქართველოში რეგისტრირებული არც ერთი კომერციული ბანკი ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერი არ ემსახურება"

19/03/2022 15:27:51 ეკონომიკა

საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს, რომ რუსეთის საგადახადო სისტემა MIR-ს საქართველოში რეგისტრირებული არც ერთი კომერციული ბანკი ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერი არ ემსახურება.

„კიდევ ერთხელ გვსურს გაცნობოთ, რომ სისტემა MIR-ს საქართველოში რეგისტრირებული არც ერთი კომერციული ბანკი ან საგადახდო მომსახურების პროვაიდერი არ ემსახურება. შესაბამისად, თუკი საქართველოში არსებულ ორგანიზაციას საგადახდო მომსახურებას საქართველოში რეგისტრაციის არმქონე კომპანია გაუწევს, ამით დაირღვევა „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონი და აღნიშნული კვალიფიცირდება როგორც არაკანონიერი სამეწარმეო საქმიანობა. მსგავსი შემთხვევების იდენტიფიცირებისას საქართველოს ეროვნული ბანკი შესაბამისი საგამოძიებო სამსახურების ინფორმირებას დაუყოვნებლივ ახდენს“, – აღნიშნულია ბანკის განცხადებაში.

რიგმა მედიასაშუელებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის თანახმად, ბათუმის ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრი MIR-ის ბარათების გამოყენებით მომსახურების გაწევას გეგმავდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S