Accentnews.ge
მედია – უკრაინელმა სამხედროებმა მოკლეს რუსი მაიორი, რომელიც 2008 წელს საქართველოს ბომბავდა

მედია – უკრაინელმა სამხედროებმა მოკლეს რუსი მაიორი, რომელიც 2008 წელს საქართველოს ბომბავდა

19/03/2022 12:56:28 მსოფლიო

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის საჰაერო ძალების საავიაციო ქვედანაყოფის მეთაური, მაიორი სერგეი ვოლინცი მოკლეს - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ინფორმაციას ადასტურებს პრიმორსკო-ახტარსკის ოლქის ხელმძღვანელი, მაქსიმ ბონდარენკო. მისი თქმით, ადრე რუსი მფრინავი მონაწილეობდა საქართველოს დაბომბვაში 2008 წელს, ასევე – სირიაში, სადაც კრემლის რეჟიმი მხარს უჭერდა ბაშარ ასადს.

არ არის დაკონკრეტებული, როდის გაანადგურა შეიარაღებულმა ძალებმა ვოლინცის თვითმფრინავი, თუმცა ცნობილია, რომ ის 17 მარტს დაკრძალეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S