
თურქეთში ავარიას ექვსი ბავშვი ემსხვერპლა
11/09/2019 10:25:26 სხვა, მსოფლიო
თურქეთის ბითლისის პროვინციაში ავარიას 10 ადამიანი ემსხვერპლა, მაგან ექვსი ბავშვია. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ასევე დაშავდა შვიდი მოქალაქე, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მედიის ინფორმაციით, მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამოტრიალდა.
არსებული მონაცემებით, მიკროავტობუსს ადგილობრივი მცხოვრებლები გადაჰყავდა.