Accentnews.ge
მედია – გერმანიის სპეცსამსახურები დუგინსა და ევროპაში მემარჯვენე ექსტრემისტებს შორის კავშირებზე იუწყებიან

მედია – გერმანიის სპეცსამსახურები დუგინსა და ევროპაში მემარჯვენე ექსტრემისტებს შორის კავშირებზე იუწყებიან

19/03/2022 12:44:46 მსოფლიო

გერმანიის სპეცსამსახურები რუს იდეოლოგ ალექსანდრ დუგინსა და ევროპაში მემარჯვენე ექსტრემისტებს შორის კავშირებზე იუწყებიან, – წერს გერმანული მედია.

„მიუხედავად იმისა, რომ დუგინი არ იკავებს ოფიციალურ თანამდებობებს, ის არის საკვანძო იდეოლოგიური ფიგურა. დუგინის მიერ პროპაგანდირებულმა ნაციონალისტურმა შეხედულებებმა საფუძველი ჩაუყარა უკანონო თავდასხმას უკრაინაზე“, - ციტირებს სააგენტო dpa ფედერალური მთავრობას.

მისივე ცნობით, სპეცსამსახურებს გერმანიაში დუგინის ქსელის გაძლიერებული მეთვალყურეობის ქვეშ აყვანა მოუწიათ.

„გერმანიაში არსებული ანალიტიკური ცენტრი „კატეხონი“, რომელსაც ალექსანდრ დუგინი ხელმძღვანელობს, არის მემარჯვენე ექსტრემისტული ორგანიზაცია, რომელიც დაფუძნებულია ანტიდასავლურ და ანტილიბერალურ იდეებზე. ცენტრის იდეოლოგიური ლაიტმოტივი არის მართლმადიდებელი რუსების ერთიანი კულტურული სივრცის შექმნა. ისევე, როგორც რუსეთის მეფობა ევროპისა და აზიის უზარმაზარ ტერიტორიებზე“, - აცხადებენ ფედერალურ მთავრობაში.

ალექსანდრ დუგინი მჭიდროდაა დაკავშირებული საქართველოში ულტრამემარჯვენე, ულტრაკონსერვატორ ჯგუფ „ალტ-ინფოსთან“, რომელიც უკრაინაში შეჭრის ფონზე, რუსეთში „სრული შემადგენლობით“ ვიზიტს გეგმავს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S