Accentnews.ge
პოდოლიაკი - ​გერმანიის თავდაცვის მინისტრს: "თუ ომს არ აღიარებთ და პუტინის გეშინიათ, პროვოკაციულ განცხადებებს მაინც ნუ გააკეთებთ"

პოდოლიაკი - ​გერმანიის თავდაცვის მინისტრს: "თუ ომს არ აღიარებთ და პუტინის გეშინიათ, პროვოკაციულ განცხადებებს მაინც ნუ გააკეთებთ"

19/03/2022 12:19:25 მსოფლიო

"თუ ომს არ აღიარებთ და პუტინის გეშინიათ, პროვოკაციულ განცხადებებს მაინც ნუ გააკეთებთ", – ასე მიმართა უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილ პოდოლიაკმა გერმანიის თავდაცვის მინისტრ კრისტინ ლამბრეხტს.

როგორც მან აღნიშნა, მისიტრის მიერ გაკეთებული განცხადება რუსებს უკრაინაში მკვლელობისკენ უბიძგებს.

„გერმანიის თავდაცვის მინისტრმა კრისტინ ლამბრეხტმა ღიად განაცხადა, რომ „ნატო არ ჩაერთვება კონფლიქტში და არ შექმნის უკრაინაში არასაფრენ ზონას“. ევროკავშირის პოლიტიკოსის მხრიდან ყოველი ასეთი განცხადება, რუსებს უკრაინაში ხოცვა-ჟლეტის მოწყობისკენ უბიძგებს. თუ არ აღიარებთ ომს და გეშინიათ პუტინის, პროვოკაციულ განცხადებებს მაინც ნუ გააკეთებთ“, – წერსლ პოდოლიაკი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ კიევი ამ დრომდე უშედეგოდ ითხოვს უკრაინის თავზე ცის დაკეტვას. როგორც ნატო–ში აცხადებენ, მოკავშირეები აღნიშნულ მოთხოვნას მხარს არ უჭერენ.

ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 3 მილიონს გადააჭარბა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S