
თბილისსა და 5 სხვა ქალაქში უკრაინაში დაღუპული მებრძოლების ხსოვნას პატივი მიაგეს
19/03/2022 11:46:33 საზოგადოება
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების გია ბერიაშვილისა და დავით რატიანის ხსოვნას საქართველოს 6 ქალაქში პატივი მიაგეს.
"დროას" ინიციატივით მოქალაქეები შეიკრიბნენ შემდეგ ქალაქებში"
- თბილისი - 15:00 საათზე, პარლამენტის წინ;
- ბათუმი - 15:00 საათზე, ერას მოედანზე;
- ზუგდიდი - 15:00 საათზე, ზვიად გამსახურდიას ბიუსტთან, ცენტრალური ბულვარის ტერიტორიაზე;
- თელავი - 15:00 საათზე, ერეკლე II მოედანზე;
- სამტრედია - 15:00 საათზე, გამსახურდიას მოედანზე;
- ფოთი - 15:00 საათზე, 8 აგვისტოს დაღუპულთა მემორიალი;
ადგილებზე შეკრებილ მოქალაქეებს ყვავილები და საპროტესტო პლაკატები, წარწერებით: "პუტინი ომია", "დაასრულე ოკუპაცია ახლავე" ეჭირათ ხელში.
თბილისში პარლამენტთან მივიდა საქართველოში უკრაინის ელჩი იგორ დოლგოვიც. მან დაღუპული მებრძოლების სურათები გვირგვინით შეამკო