Accentnews.ge
რუსეთი უკრაინაში Kinzhal-ის ტიპის ჰიპერბგერითი რაკეტების გამოიყენების თაობაზე იუწყება

რუსეთი უკრაინაში Kinzhal-ის ტიპის ჰიპერბგერითი რაკეტების გამოიყენების თაობაზე იუწყება

19/03/2022 09:30:16 მსოფლიო

რუსეთი უკრაინაში Kinzhal-ის ტიპის ჰიპერბგერითი რაკეტების გამოიყენების თაობაზე იუწყება. შესაბამისი განცხადება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა იგორ კონაშენკოვმა გააკეთა.

მისი თქმით, 18 მარტს ჰიპერბგერითი რაკეტებით გაანადგურეს რაკეტებისა და საბრძოლო მასალის მიწისქვეშა საწყობი ივანო-ფრანკოს ოლქში.

როგორც იგი ამბობს, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ აღნიშნული რაკეტები პირველად გამოიყენეს.

ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 3 მილიონს გადააჭარბა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S