Accentnews.ge
უკრაინის თავდაცვის სამინისტრო: "ქვეყანამ აზოვის ზღვაზე წვდომა დროებით დაკარგა"

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო: "ქვეყანამ აზოვის ზღვაზე წვდომა დროებით დაკარგა"

19/03/2022 09:24:08 მსოფლიო

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყანამ აზოვის ზღვაზე წვდომა დროებით დაკარგა, მას შემდეგ რაც, რუსულმა ძალებმა მარიუპოლი ალყაში მოაქციეს.

საპორტო ქალაქში საცხოვრებელი სახლების 80% დაზიანებული ან დანგრეულია. ათასამდე ადამიანი სავარაუდოდ, ამ დრომდე ქალაქის თეატრზე მიტანილი იერიშის შედეგად, ნანგრევებშია მოყოლილი.

24 თებერვალს დაწყებული საბრძოლო მოქმედებების ერთ-ერთ პირველ სამიზნეს სწორედ მარიუპოლი წარმოადგენდა, ქალაქს სამხრეთით ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძული, ხოლო ჩრდილოეთით – ოკუპირებული დონეცკის რეგიონი ესაზღვრება.

ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

პუტინს უკრაინაში "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" მიზნად გამოცხადებული აქვს უკრაინის "დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია". რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე. გაერო–ს მონაცემებით, სადღეისოდ ლტოლვილების რაოდენობამ 3 მილიონს გადააჭარბა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S