Accentnews.ge
„ჩვენი პოზიციები უცვლელია“ – პოდოლიაკი რუს მომლაპარაკებელს პასუხობს

„ჩვენი პოზიციები უცვლელია“ – პოდოლიაკი რუს მომლაპარაკებელს პასუხობს

18/03/2022 20:11:31 ევროპა

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის მიხაილ პოდოლიაკის განცხადებით, მოლაპარაკებებში უკრაინული მხარის პოზიციები უცვლელია.

„მოლაპარაკებების სტატუსი. რუსული მხარის განცხადებები მხოლოდ მათი მოთხოვნების პოზიციებია. ყველა განცხადება სხვა საკითხებთან ერთად, მიზნად ისახავს მედიაში დაძაბულობის პროვოცირებას. ჩვენი პოზიციები უცვლელი რჩება: ცეცხლის შეწყვეტა, ჯარების გაყვანა და უსაფრთხოების მტკიცე გარანტიები კონკრეტული ფორმულებით“, – წერს „ტვიტერზე“ პოდოლიაკი.

ეს განცხადება ეხმიანება მანამდე უკრაინასთან მოლაპარაკებებში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმირ მედინსკის კომენტარს, რომლის თანახმადაც, უკრაინის ნეიტრალურ სტატუსზე პოზიციები მაქსიმალურად დაახლოვდა:

„ნეიტრალური სტატუსის საკითხი და NATO-ში უკრაინის არ შესვლა არის მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი საკითხი, ეს ის თემებია, რომლებზეც მხარეებმა მაქსიმალურად დააახლოვეს პოზიციები".

მედინსკიმ ასევე აღნიშნა, რომ არსებობს ნიუანსები უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით:

„ნიუანსებია იმაზე, თუ რა უსაფრთხოების გარანტიებს მიიღებს უკვე არსებულ გარანტიებთან ერთად იმ შემთხვევაში, თუ უარს იტყვის NATO-ს ბლოკში გაერთიანებაზე".

უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების 3 რაუნდი ბელარუსში გაიმართა. ახლა კი მოლაპარაკებები ყოველდღიურად ონლაინ რეჟიმში იმართება.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ უკრაინასთან მოლაპარაკებებში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა, ვლადიმერ მედინსკიმ განაცხადა, რომ კიევმა ავსტრიული ან შვედური ნეიტრალიტეტის მეთოდით დემილიტარიზაციის წინადადება დააყენა. უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა კი განაცხადა, რომ უკრაინა ითხოვს სპეციალურ – უკრაინულ მოდელს, რასაც სამართლებრივი ძალა ექნება და უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს მისცემს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S