
პოლონეთი NATO-ს სამიტზე უკრაინაში სამშვიდობო მისიის წარგზავნის შესახებ განაცხადს ოფიციალურად წარადგენს
18/03/2022 17:52:54 ევროპა, მსოფლიო
პოლონეთი მომდევნო კვირაში NATO-ს სამიტზე უკრაინაში სამშვიდობო მისიის წარგზავნის შესახებ განაცხადის წარადგენს,– ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ–მინისტრმა მათეუშ მორავიეცკიმ განაცხადა.
„NATO-ს შემდეგ სამიტზე უკრაინაში სამშვიდობო მისიის შესახებ განაცხადს ოფიციალურად შევიტანთ“ - განაცხადა პოლონეთის პრემიერმა.
კითხვაზე, არსებობს თუ არა უკრაინაში ამგვარ მისიაზე NATO-ს წევრებს შორის კონსენსუსი, პოლონეთის პრემიერმა განაცხადა, რომ პოლონეთი აქტიურადაა ფორუმში ჩართული და NATO-სა და ევროკავშირს მომდევნო ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს:
"როცა ბომბები პოლონეთის საზღვართან უფრო და უფრო ახლოს ცვივა, ჩვენ, რა თქმა უნდა, გამოვიყენებთ ამას, როგორც არგუმენტს".