Accentnews.ge
სასამართლომ პუტინის ნათლულის მამის დაკავების ნებართვა გასცა

სასამართლომ პუტინის ნათლულის მამის დაკავების ნებართვა გასცა

18/03/2022 17:09:50 ევროპა

18 მარტს მოსამართლემ დააკმაყოფილა უკრაინის გამოძიების სახელმწიფო ბიუროს მოთხოვნა პარტია „ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისთვის“ პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელ ვიქტორ მედვედჩუკისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე.

შუამდგომლობა დაკმაყოფილდა მედვედჩუკის სასამართლოში არყოფნის გამო.

შეგახსენებთ, რომ ვიქტორ მედვედჩუკი პოლიტიკოსი, ბიზნესმენი, მედია მაგნატი და ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული პირია. ვლადიმირ პუტინი მედვედჩუკის შვილის ნათლიაა. მას სახელმწიფოს ღალატს და სახელმწიფოს რესურსების მიტაცებას ედავებიან.

უკრაინის უსაფრთხოების სამსახური მის ძებნას უკრაინის მასშტაბით გაძლიერებულ რეჟიმში აწარმოებს.

ოპერატიული ცნობების მიხედვით, ის ჯერ კიდევ უკრაინაში იმყოფება. ინტენსიურად მიმდინარეობს სასაზღვრო ზონის მონიტორინგი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S