Accentnews.ge
ნორვეგიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ყველაზე მსხვილი პაკეტი მიიღო, რაც კი ქვეყანას ოდესმე დაუწესებია

ნორვეგიამ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ყველაზე მსხვილი პაკეტი მიიღო, რაც კი ქვეყანას ოდესმე დაუწესებია

18/03/2022 16:52:33 ევროპა

ნორვეგიის ხელისუფლებამ მიიღო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ყველაზე დიდი პაკეტი, რაც ქვეყანას ოდესმე დაუწესებია,– განაცხადა ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანნიკენ უიტფელდტმა.

კერძოდ, როგორც სამინისტრო განმარტავს, ნორვეგიის ხელისუფლება უერთდება ევროკავშირის სანქციებს და რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბურ და მრავლისმომცველ ზომებს იღებს, რომელთა მიზანი რუსეთისთვის უკრაინის ომის დაფინანსების შესაძლებლობების შეზღუდვაა:

  • ნორვეგია შეზღუდვებს აწესებს ტექნოლოგიური პროდუქტებისა და მომსახურების რუსეთში ექსპორტზე, რაც შესაძლოა, რუსეთმა ომის მსვლელობისას გამოიყენოს;
  • სანქციები შეეხებათ კონკრეტულ ინდივიდებს რუსეთსა და ბელარუსში, რომლებიც იმ ადამიანებთან არიან კავშირში, ვინც უკრაინაზე თავდასხმის გადაწყვეტილებაში მონაწილეობდა და/ან სცადა შეჭრის გამართლება;
  • ნორვეგიაში მათი აქტივები გაიყინება და აეკრძალებათ ქვეყანაში შესვლა;
  • სანქციების პაკეტი ფინანსურ, ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ტექნოლოგიებისა და თავდაცვის სექტორებს შეეხება და ასევე შემზღუდავ ზომებს ასობით ადამიანსა და კომპანიას უწესებს.

„ეს სანქციები მძიმე დარტყმას მიაყენებს რუსულ რეჟიმს. ჩვენ ვაწესებთ აქტივების გაყინვას, მოგზაურობის შეზღუდვას კონკრეტულ ინდივიდებს და ნორვეგიაში შემოსასვლელად ვიზის მიღების კონკრეტულ პროცედურებს ვწყვეტთ. ასევე ვწყვეტთ ექსპორტს, ვაჭრობასა და ტრანზაქციებს რაც შესაძლოა პირდაპირ აფინანსებდეს ან ხელს უწყობდეს უკრაინაში ომს. ჩვენ ევროკავშირთან და სხვა ქვეყნებთან ერთად წარვადგენთ ჩვენს სანქციებს, რათა დავრწმუნდეთ, რომ მათ მაქსიმალური გავლენა ექნებათ“ - განაცხადა ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

სამინისტრო აცხადებს, რომ ნორვეგიის მოქალაქეებსა და კომპანიებს და ასევე ნორვეგიაში მყოფ სხვა ქვეყნის მოქალაქეებსა და კომპანიებს აქვთ ვალდებულება, დაემორჩილონ დაწესებულ სანქციებს. მათი დარღვევა სისხლის სამართლის დანაშაულია.

ხელისუფლება ნორვეგიულ ბანკებს მოუწოდებს, შეიმუშაონ ეფექტური გზები, რათა შეაჩერონ სანქცირებული ინდივიდებისა და კომპანიების მხრიდან გადახდის მცდელობები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S