Accentnews.ge
ზელენსკი ამბობს, რომ დაბომბილი თეატრის ნანგრევებში კვლავ ასობით ადამიანი რჩება

ზელენსკი ამბობს, რომ დაბომბილი თეატრის ნანგრევებში კვლავ ასობით ადამიანი რჩება

18/03/2022 16:12:32 ევროპა

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ 130-მდე ადამიანი გამოიყვანეს რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად განადგურებული მარიუპოლის თეატრიდან, მაგრამ ასობით კვლავ ნანგრევებშია დარჩენილი.

მისი თქმით, სამაშველო ოპერაციები გაგრძელდება, მიუხედავად იმისა, რომ რუსული ძალები აგრძელებენ ალყაში მოქცეული საპორტო ქალაქის დაბომბვას.

თეატრის ბომბსაფარში იმყოფებოდა ქალაქში ჩარჩენილი ასობით მაცხოვრებელი, როცა ის 16 მარტს რუსულმა ჭურვებმა გაანადგურეს.

ოფიციალურ პირებს ჯერ არ უთქვამთ, თუ რამდენი ადამიანი დაიღუპა თავდასხმის შედეგად, განაცხადეს მხოლოდ, რომ უმეტესობა იმყოფებოდა ბომბსაფარში, რომელიც აფეთქებებს დაუზიანებლად გადაურჩა.

აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო შენობის წინ იყო წარწერა რუსულად - "дети" (ბავშვები), რაც ცხადად ჩანდა სიმაღლიდან, თუმცა ამან შენობა დაბომბვისგან ვერ იხსნა.

შენობა ორი დღის წინ დაიბომბა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S