Accentnews.ge
ბერდიანსკიდან ჟურნალისტი გაიტაცეს

ბერდიანსკიდან ჟურნალისტი გაიტაცეს

18/03/2022 15:58:50 ევროპა

ბერდიანსკიდან hromadske–ს ჟურნალისტი ვიქტორია როშინი გაიტარეც,– ამის შესახებ მედიასაშუალება იტყობინება.

„ჩვენი ჟურნალისტი სავარაუდოდ, რუსი დამპყრობლების ტყვეობაშია. რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობისას ის იღებდა ვიდეოებს, წერდა სტატიებს აღმოსავლეთ და სამხრეთ უკრაინის ცხელი წერტილებიდან. 12 მარტს ვიქტორიასთან დაკავშირება ვერ მოვახერხეთ. როგორც მოწმეებისგან შევიტყვეთ, ჟურნალისტი დროებით ოკუპირებულ ბერდიანსკში იმყოფებოდა. 16 მარტს შევიტყვეთ, რომ წინა დღით (სავარაუდოდ 15 მარტს) ვიქტორია რუსეთის FSB-მ დააკავა. მისი ადგილსამყოფელი ამ დროისთვის უცნობია."

გამოცემა აღნიშნავს, რომ ჟურნალისტის გათავისუფლებას საკუთარი ძალებით – არაოფიციალური გზით ცდილობდნენ, მაგრამ უშედეგოდ.

გამოცემა მოუწოდებს უკრაინულ და საერთაშორისო თანამეგობრობას, დაეხმარონ ჟურნალისტის გათავისუფლებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S