კონგრესში რუსეთ-ბელარუსისთვის ვაჭრობაში უპირატესი სტატუსის ჩამორთმევას მხარი დაუჭირეს
18/03/2022 14:36:01 მსოფლიო
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ აბსოლუტური უმრავლესობით მხარი დაუჭირა რუსეთისა და ბელარუსისთვის ვაჭრობაში უპირატესი სტატუსის ჩამორთმევას მხარი დაუჭირა. ამ ნაბიჯის შემდეგ შესაძლოა, ქვეყნებს იმპორტზე მაღალი გადასახადებიც დაუწესდეთ.
წარმომადგენელთა პალატაში გადაწყვეტილებას მხარი 432-დან 424-მა კონგრესმენმა დაუჭირა. ეს აშშ-ის კონგრესის მორიგი პასუხია უკრაინაში შეჭრის გამო მოსკოვზე ეკონომიკური წნეხის დაწესების მიზნით.
იმისთვის, რომ ეს ზომა კანონად იქცეს, საჭიროა სენატის მხარდაჭერაც და როგორც სენატის დემოკრატი სენატორი ჩაკ შუმერი პროგნოზირებს, "სავარაუდოდ სენატი ამ კანონს დაბრკოლებების გარეშე მიიღებს".
დიდი შვიდეულის ქვეყნებიც მუშაობენ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის სტატუსის გაუქმებაზე. ამის შემდეგ რუსეთს ავტომატურად გაეზრდება იმპორტზე ტარიფი.
თუმცა ეკონომისტი, ჩედ ბაუნი აცხადებს, რომ აშშ-ის მხრიდან რუსეთის ენერგოპროდუქტების იმპორტზე შეზღუდვების დაწესების შემდეგ ტარიფის გავლენა სავარაუდოდ, უფრო მეტად სიმბოლური იქნება, რადგან აშშ-ს რუსეთიდან ბევრი პროდუქტი არ შემოაქვს.
11 მარტს აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ აშშ აპირებს რუსეთს გაუუქმოს ვაჭრობაში უპირატესი ქვეყნის სტატუსი.


