Accentnews.ge
„ავტობუსები მოიყვანეს და შეგვყარეს“: მოსკოვში ყირიმის ანექსიის დღე კონცერტით  აღნიშნეს

„ავტობუსები მოიყვანეს და შეგვყარეს“: მოსკოვში ყირიმის ანექსიის დღე კონცერტით  აღნიშნეს

18/03/2022 14:24:05 მსოფლიო

დღეს მოსკოვში ყირიმის ანექსიის წლისთავის აღსანიშნავი კონცერტი იმართება.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლუჟნიკის სტადიონზე 203 ათასი ადამიანი შეიკრიბა, 95 ათასი ადამიანი სტადიონზე იმყოფება, 100 ათასი კი მის სიახლოვეს.

ჟურნალისტები, რომლებიც ადგილზე მოსულ მოქალაქეებს გაესაუბრნენ, აღნიშნავენ, რომ ხალხმა ტერიტორიის დატოვება კონცერტის დასრულებისთანავე დაიწყო.

ნაწილი ამას „სასწრაფო საქმის გამოჩენით“ ხსნიდა, ნაწილმა კი განმარტა, რომ „მოიყვანეს ავტობუსები და შეგვყარესო“.

თუმცა ნაწილმა მხარდაჭერა გამოუხადა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს.

დამოუკიდებელი მედია აღნიშნავს, რომ ღონისძიებაზე მრავლად იყო წარმოდგენილი ხალხი საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან.

კონცერტზე საზოგადოებას ვლადიმრ პუტინმა მიმართა. ის რუსი ხალხის ერთიანობაზე საუბრობდა. განაცხადა, რომ „ოპერაციას“ უკრაინაში ბოლომდე მიიყვანს. ირონიულია, რომ ომზე საუბრისას ციტირებდა ბიბლიას: „მეგობრისთვის სულის დამდებზე უფრო დიდი სიყვარული არავის აქვს“. მოულოდნელად ეთერი შეწყდა და ოლეგ გაზმანოვის სიმღერით გაგრძელდა.

მოგვიანებით გაირკვა,რომ "ყირიმის დაბრუნების წლისთავისადმი" მიძღვნილ საზეიმო კონცერტზე პუტინის სიტყვით გამოსვლის პირდაპირი სატელევიზიო ტრანსლიერაბა ჰაკერების ქმედებების წყალობით შეწყდა, მარია ზახაროვას გამოსვლის დროს კი ხმა გაწყდა.

შეგახსენებთ, რომ 23 დღეა, პუტინი უკრაინაში ფართომასშტაბიან ომს აწარმოებს. რუსული ძალები ბომბავენ არა მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას, არამედ საცხოვრებელ სახლებს, საავადმყოფოებს, სკოლებს და სხვა სამოქალაქო ობიექტებს, რასაც ასობით ადამიანი ემსხვერპლა.

გაეროს ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში სულ მცირე 816 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

მათივე ცნობით, მოქალაქეების უმეტესობა მძიმე საარტილერიო თავდასხმებს, სარაკეტო და საიერიშო სროლებს ემსხვერპლა.

აღსანიშნავია, რომ დაღუპულთა რაოდენობა მეტია, თუმცა გაეროს წარმომადგენლები საომარი მოქმედებების გამო, ვერ ახერხებენ უფრო ზუსტი მონიტორინგის წარმოებას, განსაკუთრებით იმ ქალაქებში, სადაც თავდასხმები უფრო მასშტაბურია, მაგალითად მარიუპოლში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S