
უკრაინაში ყოფილი მაღალჩინოსანი სახელმწიფო ღალატისთვის დააკავეს
18/03/2022 13:30:01 ევროპა
კიევში სახელმწიფო ქონების ფონდის უფროსის ყოფილი პირველი მოადგილე ღალატისთვის დააკავეს - ომის დროს მამაკაცმა ოკუპანტებს გადასცა ინფორმაცია უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო და ტექნიკის ადგილმდებარეობის შესახებ,– იუწყება უკრაინის გენპროკურატურა.
როგორც განიმარტა, 24 თებერვლიდან 16 მარტამდე კიევში მამაკაცი შეუერთდა ანტიუკრაინულ ჩათებს მესინჯერებში და რუსეთის წარმომადგენლებს უკრაინის შეიარაღებული ძალების პერსონალისა და სამხედრო აღჭურვილობის ადგილსამყოფელის შესახებ გადასცა ინფორმაცია:
„დაკავებულს ჰქონდა სამხედრო განათლება და ესმოდა, რომ მისთვის მიწოდებულ მონაცემებს მტერი გამოიყენებდა მშვიდობიანი ქალაქების შემდგომი დაბომბვისთვის“.
დაკავებულის ჩხრეკისას მათ შორის საბრძოლ მასალა ამოიღეს.