
„თუ უკრაინა წარმატებით გააგრძელებს წინააღმდეგობას, პუტინი დასავლეთს ბირთვული იარაღით დაემუქრება“ - პენტაგონი
18/03/2022 13:13:11 ევროპა, მსოფლიო
პენტაგონის სადაზვერვო სამსახური მიიჩნევს, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ დასავლეთის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენებით დაიმუქრება, თუ ომში უკრაინის დაჟინებული წნააღმდეგობა გაგრძელდება, ხოლო რუსეთის რესურსები ამოიწურება,– ციტირებს Bloomberg–ი აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის დირექტორს, გენერალ-ლეიტენანტ სკოტ ბერიერს.
„უკრაინის დაუმორჩილებლობისა და ეკონომიკური სანქციების ერთობლიობა საფრთხეს შეუქმნის "რუსეთის უნარს, აწარმოოს თანამედროვე მაღალი სიზუსტის საბრძოლო მასალა", - თქვა მან ხუთშაბათს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის წინაშე წარდგენილ ანგარიშში.
დაზვერვის ანგარიში 67 გვერდისგან შდგებოდა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ გაჭიანურებული ომი ემუქრება რუსეთის მოდერნიზებული იარაღის არსენალის შემცირებას. ხოლო ეკონომიკური სანქციები რუსეთს სავარაუდოდ, გაჭიანურებულ ეკონომიკურ დეპრესიაში და დიპლომატიურ იზოლაციაში ჩააგდებს:
„ვინაიდან ეს ომი და მისი შედეგები ნელ–ნელა ასუსტებს რუსეთის ჩვეულებრივ ძალებს, რუსეთი ალბათ, სულ უფრო მეტად დაეყრდნობა მის ბირთვულ შემაკავებელ საშუალებებს, რათა „სიგნალი“ მისცეს დასავლეთს და ძალის დემონსტრირება მოახდინოს შიდა და გარე აუდიტორიისთვის“.
ბერიერმა დასძინა, რომ „უკრაინის მოსალოდნელზე ძლიერი წინააღმდეგობისა და კონფლიქტის ადრეულ ეტაპზე შედარებით მაღალი დანაკარგების მიუხედავად, მოსკოვს, როგორც ჩანს, გადაწყვეტილი აქვს წინსვლა უფრო მომაკვდინებელი საშუალებების გამოყენებით, სანამ უკრაინის მთავრობა მზად არ იქნება, დასთანხმდეს მოსკოვისთვის ხელსაყრელ წინადადებებს“.
პენტაგონის შეფასება აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენისა და ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის სატელეფონო საუბრის წინა დღეს გაკეთდა.
ბაიდენი შეეცდება ჩინეთის ლიდერის მხარდაჭერის მოპოვებას, რათა გაზრდის ზეწოლა მოსკოვზე ომის დასრულების მიზნით.