
პოდოლიაკი: "შოლცი გვთავაზობს, გავარჩიოთ ერთმანეთისგან რიგითი რუსები და პუტინი"
18/03/2022 11:48:51 ევროპა
უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის პოზიციას ეხმაურება იმის თაობაზე, რომ უკრაინაში მიმდინარე ომზე მხოლოდ ვლადიმირ პუტინია პასუხისმგებელი:
„კანცლერი ოლაფ შოლცი ცდილობს გაამართლოს თავისი გაუბედაობა, გვთავაზობს გავარჩიოთ ერთმანეთისგან რიგითი რუსები და პუტინი (როგორც ომის ავტორი). ევროპაში ეს შესაძლოა ცრუ ტენდენციად იქცეს. იმიტომ რომ ოფიციალურად რუსების 71% მხარს უჭერს ომს და უკრაინელების მასობრივ მკვლელობებს. გაითვალისწინეთ ეს.“
მანამდე ოლაფ შოლცმა "ტვიტერზე" დაწერა:
„აბსოლუტურად მიუღებელია, როცა რუსეთიდან ჩამოსულ ადამიანებს აყენებენ შეურაცხყოფას, შეურაცხყოფენ ან აყენებენ ფიზიკურ შეურაცხყოფას. იმიტომ, რომ ეს პუტინის ომია. მხოლოდ ის არის პასუხისმგებელი ამაზე“.
დამოუკიდებელი სოციოლოგების კვლევებით, რუსეთის მოსახლეობის თითქმის სამი მეოთხედი უკრაინაში ომს ემხრობა და აქვს დადებითი ემოციები როგორიცაა, სიამაყე, სიხარული, პატივისცემა, ნდობა და იმედი.
რუსეთი უკრაინაში ფართომასშტაბიან სამხედრო აგრესიას 24 თებერვლიდან აწარმოებს და უმოწყალოდ ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო ინფრასტრუქტურას, სახლებს, სკოლებს, საავადმყოფოებს, რასაც ასობით ადამიანი ემსხვერპლა.