Accentnews.ge
„პუტინმა შოლცს უთხრა, რომ უკრაინა "არარეალურ"  წინადადებებს აყენებს“ – რუსული მედია

„პუტინმა შოლცს უთხრა, რომ უკრაინა "არარეალურ" წინადადებებს აყენებს“ – რუსული მედია

18/03/2022 10:50:43 ევროპა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა, რომ უკრაინა მოლაპარაკებებზე „არარეალურ“ წინადადებებს აყენებს,– იუწყება რუსული სააგენტო РИА Новости კრემლზე დაყრდნობით.

„პუტინმა შოლცთან საუბარში აღნიშნა, რომ კიევი რუსეთთან მოლაპარაკებების გაჭიანურებას ცდილობს უფრო და უფრო არარეალური წინადადებების წამოყენებით, მაგრამ რუსული მხარე მზადაა, განაგრძოს გადაწყვეტილებების ძიება მისი ცნობილი პრინციპული მიდგომების შესაბამისად".

შეგახსენებთ, რომ უკრაინა–რუსეთის მოლაპარაკებების ოთხი რაუნდი გაიმართა. პარალელურად იბომბება უკრაინის ქალაქები – სახლები, საავადმყოფოები, სკოლები, რასაც ასობით ადამიანი ემსხვერპლა. ხშირად ირღვევა ჰუმანიტარული დერეფნის შესახებ შეთანხმება და დევნილებს ცეცხლის ქვეშ უწევთ რუსული ძალების მიერ ბლოკირებული დასახლებებიდან თავის გამოღწევა. ევაკუაციის პროცესშიც ფიქსირდება დაღუპვის შემთხვევები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S