Accentnews.ge
ელჩი – აშშ-ის მსხვილ სამხედრო დახმარებაზე: „რაღაცები უკვე უკრაინაშია“

ელჩი – აშშ-ის მსხვილ სამხედრო დახმარებაზე: „რაღაცები უკვე უკრაინაშია“

18/03/2022 10:12:45 ევროპა

უკრაინის ელჩმა შეერთებულ შტატებში ოქსანა მარკაროვამ განაცხადა, რომ აშშ–ის მიერ უკრაინისთვის გაწეული დახმარების ნაწილმა საზღვარი უკვე გადაკვეთა.

„მე იმ დეტალებზე არ ვისაუბრებ, რაც ჩვენმა მტერმა არ უნდა იცოდეს. მაგრამ როდესაც პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღება და ის საჯარო ხდება, იმ დროისთვის ტვირთის ნაწილი უკვე საზღვარს კვეთს. რეალურად, ეს პარალელური პროცესია. ეს არ არის პაკეტი, რომელის ფარგლებში ახლა დაიწყებენ რაღაცეებს შეძენას. ეს ყველაფერი უკვე მუშაობს“,– განუცხადა ელჩმა „ამერიკის ხმას“.

მისივე თქმით, ეს არ არის ბოლო დახმარება, რომელსაც უკრაინა აშშ–ისგან მოელის.

ელჩმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინული მხარე ომის მოსაგებად ყველა გზაზე მუშაობს, მათ შორის ცის დახურვაზე ან სხვა ალტერნატივებზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S