Accentnews.ge
დვორკოვიჩმა პუტინის ომის დაგმობის შემდეგ „სკოლკოვოს“ თავმჯდომარის პოზიცია დატოვა –  RBC

დვორკოვიჩმა პუტინის ომის დაგმობის შემდეგ „სკოლკოვოს“ თავმჯდომარის პოზიცია დატოვა –  RBC

18/03/2022 09:54:07 მსოფლიო

ფონდ „სკოლკოვოს“ თავმჯდომარემ, რუსეთის ყოფილმა ვიცე-პრემიერმა არკადი დვორკოვიჩმა თანამდებობა დატოვა,– იუწყება RBC იტყობინება დვორკოვიჩის წარმომადგენელზე დაყრდნობით.

როგორც გამცემა „სკოლკოვოსთან“ დაახლოებულ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, დვორკოვიჩმა თანამდებობის დატოვების შესახებ, რომელსაც 2018 წლიდან ივაბედა, თანამშრომლებს 18 მარტს განუცხადა.

მანამდე ამერიკულ ჟურნალ Mother Jones-ისთვის მიცემულ ინტერვიუში დვორკოვიჩი უკრაინაში რუსეთის ომის წინააღმდეგ გამოვიდა:

„ომი, ესაა ყველაზე უარესი, რის წინაშეც შეიძლება, ადამიანი აღმოჩნდეს ცხოვრებაში. ნებისმიერი ომი. სადაც გნებავთ. მათ შორის ეს ომიც. ომები უბრალოდ კლავს ძვირფას სიცოცხლეებს. ომები კლავს იმედებსა და ოცნებებს, ყინავს ან ანგრევს ურთიერთობებსა და კავშირებს“.

ამის შემდეგ რუსეთის მმართველი პარტია „ედინაია როსიის“ გენერალური საბჭოს მდივანმა ანდრეი ტურჩაკმა დვორკოვიჩს „ნაციონალ-მოღალატე“ უწოდა.

დვორკვოვიჩის გამონათქვამები დაგმო „როსკოსმოსის“ ხელმძღვანელმა დმიტრი როგოზონმა.

კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ „სკოლკოვოში“ დვორკოვიჩის შემდგომი მუშაობა მის პირად გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული.

ფონდი „სკოლკოვო“ არის „ვნეშეკონომბანკის“ ნაწილი და პასუხისმგებელია მოსკოვის მახლობლად მდებარე სკოლკოვოს სამეცნიერო-ტექნოლოგიური ცენტრისთვის, რომლის მიზანია წამყვანი ტექნოლოგიების განვითარება და კომერციალიზაცია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S