ლავროვის თვითმფრინავს პეკინში დაჯდომის საშუალება არ მისცეს – BILD
18/03/2022 08:51:51 მსოფლიო
ჩინეთმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის თვითმფრინავს პეკინში დაჯდომის საშუალება არ მისცა და უკან, მოსკოვში გააბრუნა,– იუწყება გერმანული გამოცემა BILD.
გამოცემის ცნობით, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თვითმფრინავი, ციმბირის ქალაქ ნოვოსიბირსკში დაჯდა.
Bild-ის წერს, რომ გაურკვეველია, ჩინეთმა თქვა უარი რუს ოფიციალურ პირთან შეხვედრაზე თუ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის ბრძანებით დაბრუნდა ლავროვის თვითმფრინავი რუსეთში.
მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ რუსეთმა ჩინეთს დახმარება სთხოვა იარაღისა და სამხედროებისთვის მშრალი საკვების მიწოდების თვალსაზრისით, რაც ორივე მხარემ უარყო. ბრიტანეთმა საჯაროდ მოუწოდა ჩინეთს, არ აღმოუჩინოს კრემლს მხარდაჭერა, აშშ–ში კი განაცხადეს, რომ მოვლენათა მსგავსი სცენარით განვითარების შემთხვევაში პასუხისმგებლობა პეკინსაც დაეკისრება.


