Accentnews.ge
სტოლტენბერგი: "მესმის ზელენსკის იმედგაცრუების, მაგრამ ომი უკრაინის ფარგლებს არ უნდა გასცდეს"

სტოლტენბერგი: "მესმის ზელენსკის იმედგაცრუების, მაგრამ ომი უკრაინის ფარგლებს არ უნდა გასცდეს"

18/03/2022 08:43:58 მსოფლიო

ნატო–ს გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ესმის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის და უკრაინელი ხალხის იმედგაცრუების, მაგრამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ალიანსისთვის მნიშვნელოვანია ესკალაციის თავიდან აცილება,– იუწყება უკრაინული მედია.

"ჩვენ გავზარდეთ ჩვენი სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერა - გერმანია თამაშობს მთავარ როლს ამ ძალისხმევაში", - თქვა მან.

მისი თქმით, რუსეთმა „უპრეცედენტო სანქციებით“ ომისთვის "მაღალი ფასი" უნდა გადაიხადოს.

მან კვლავ აღნიშნა, რომ ნატოს მოკავშირეები ეხმარებოდნენ უკრაინის არმიას წვრთნაში 2014 წლიდან – რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ, ეს დაეხმარა მათ „რუსული ჯარების შეჭრის წინააღმდეგ“.

„მესმის პრეზიდენტ ზელენსკის და უკრაინელი ხალხის იმედგაცრუების, რადგანაც ისინი არიან დაუნდობელი, უაზრო ომის მსხვერპლნი“,– თქვა სტოლტენბერგმა და დასძინა, რომ ამავდროულად აუცილებელია იმის უზრუნველყოფა, რომ ეს კონფლიქტი არ გამოვიდეს კონტროლიდან და არ გასცდეს უკრაინის საზღვრებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S